ბაგებში, ავტომობილში ჩაცხრილი ბიზნესმენის, ლევან კაჭარავას დედის, ელენე მხეიძის განცხადებით, მისი შვილი ქილერმა მოკლა.
როგორც ბიზნესმენის დედა ამბობს, ლევან კაჭარავას მტერი არ ჰყოლია. ის ვარაუდობს, რომ დაქირავებულმა მკვლელმა საქართველო უკვე დატოვა.„მე გეუბნებით, რომ ეს საქართველოს ამბავი არ არის. სამსახურეობრივი ნამდვილად არ არის. ვინმე რომ დავადანაშაულო, თქვენ მოგეწონებათ? მე შემიძლია გითხრათ, როგორც თვითონ ექიმმა, ეს არის დაქირავებული ქილერი, ის უკვე საქართველოში ალბათ არ არის”, – განაცხადა მხეიძემ.
კითხვაზე, თუ სად იმყოფებოდა კაჭარავას მძღოლი და რატომ გადაადგილდებოდა ის სხვა პირთან ერთად მანქანით, ლევან კაჭარავას დედა ასე პასუხობს: “ცოლი გასვენებაში იყო წასული და მასთან სხვა იყო. თანამშრომელიაო, ასე მითხრეს. მისი მძღოლი კახა არ იყო საჭესთან და სწორედ ამაშია საქმე, კახა არის ორგანოს ყოფილი მუშაკი. ვინ იყო გუშინ არ ვიცი, თანამშრომელიაო. ის დაკითხვაზე იყო. სად მოხვდა ტყვია, თავში, კისერში თუ სად, არ ვიცი. ლევანს სიკეთის მეტი არაფერი გაუკეთებია. საქართველოში მას მტერი რომ არ ჰყავდა, ეს შემიძლია გითხრათ 100%-ით”,- განაცხადა მხეიძემ.
წყარო: daqali.club