49 Views
თბილისის შუაგული დაპირისპირების ეპიცენტრია – რუსთაველის გამზირზე ადგილობრივების პროტესტმა იფეთქა. პარლამენტიდან რამდენიმე მეტრში მაცხოვრებლები ამტკიცებენ, რომ ტერიტორიას ბარის მფლობელები სავარაუდოდ, პროსტიტუციისთვის იყენებენ.
ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ ყოველღამე ხმაურია და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების გამოძახება უწევთ, მაგრამ პოლიცია უბრალოდ არ რეაგირებს. სასტუმრო “ძველი თბილისი” და “მეფეების კლუბი” არაბ ბიზნესმენს ეკუთვნის. მათი მტკიცებით, ისინი პროსტიტუციის ბიზნესით არ არიან დაკავებულები და სარესტორნო ბიზნესით არიან დაკავებულები.
“ბავშვი ბაღში რომ მიმყავს, კიბეზე ვუყურებთ სექსს“ – აცხადებენ ადგილობრივები.