19 Views
წინასწარი მონაცემებით, იტალიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე ძალების კოალიცია იმარჯვებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ეგზიტპოლების შედეგების თანახმად, ჯორჯია მელონის მეთაურობით მოქმედი მემარჯვენე კოალიცია ხმების 45%-ს იღებს.
ჯორჯია მელონის პარტია „იტალიის ძმებს“ ამომრჩევლების 26%-მა დაუჭირა მხარი და პირველ ადგილზეა.
აღსანიშნავია, რომ საბოლოო გამარჯვების შემთხვევაში, ჯორჯია მელონი იტალიის ისტორიაში პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდება.
ჯორჯია მელონის კოალიციური პარტნიორები მატეო სალვინის პარტია „ლიგა“ და სილვიო ბერლუსკონის პარტია „წინ იტალია“ არიან.