აშშ-ს აქვს მკაფიო სამოქმედო გეგმა, თუ რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს – ბლინკენი

0
420
20 Views

აშშ-ს აქვს მკაფიო სამოქმედო გეგმა იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინის წინააღმდეგ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა. 

„ბირთვული ომის მუქარასთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსკოვმა გაიგოს ჩვენგან და იცოდეს, რომ შედეგები იქნება საშინელი – ჩვენ ამას ძალიან მკაფიოდ ვაცხადებთ“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

მან არ ისაუბრა დეტალებზე, თუ როგორ უპასუხებს აშშ ბირთვული იარაღის გამოყენებას, თუმცა აღნიშნა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას გარკვეული გეგმა აქვს.

კითხვაზე, არსებობს თუ არა გეგმა, რომელიც ხელს შეუშლის მესამე მსოფლიო ომს, ენტონი ბლინკენმა უპასუხა:

„პრეზიდენტი ბაიდენი მოწოდებული, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ უკრაინელებს დაიცვან თავი, ისევე როგორც ვაკეთებთ ყველაფერს, რომ შევკრიბოთ სხვა ქვეყნები რუსეთზე ზეწოლის მიზნით, ჩვენ ასევე მოწოდებული ვართ, რომ ეს ომი არ გაფართოვდეს. არ გაფართოვდეს“.

მისი თქმით, ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით პუტინის რიტორიკა უპასუხისმგებლოა.

„ვფიქრობ, რუსეთი შევიდა იმ არეულობაში, რომელშიც ახლაა, რადგან სისტემაში არ არის არავინ, ვისაც შეუძლია  უთხრას პუტინს, რომ ის არასწორად იქცევა. თუ რუსეთი შეწყვეტს ბრძოლას, ომი დასრულდება, თუ უკრაინა შეჩერდება, უკრაინა დასრულდება“, – ხაზგასმით აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

Cesko