გერმანია უკრაინას ტანკებს არ მიაწვდის, რადგან არ უნდა ომის მასშტაბების გაფართოების პროვოცირება – ოლაფ შოლცი

0
379
31 Views

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა  განმარტა, რატომ არ აძლევს გერმანია უკრაინას ტანკებს. ოლაფ შოლცის თქმით, ბერლინი კიევში ტანკების გაგზავნისგან თავს იკავებს, რადგან ეს ნაბიჯი ომის მასშტაბების გაფართოების პროვოცირება იქნება.

თქმით, ნატოსა და რუსეთს შორის საბრძოლო მოქმედებები თუ დაიწყება, ეს კატასტროფის მომტანი იქნება.

„ეს ძალიან საშიში ომია. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას. ჩვენ ამას ისე ვაკეთებთ, რომ არ მივიყვანოთ სიტუაცია რუსეთსა და ნატოს შორის საომარ მდგომარეობამდე, რადგან ეს კატასტროფა იქნება. გერმანია უკრაინას ტანკებს არ აძლევს, რადგან არ უნდა ომის მასშტაბების გაფართოების პროვოცირება“, – აღნიშნა ოლაფ შოლცმა.

გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ გერმანია  უკრაინისათვის ნამდვილად ბევრს აკეთებს.

„ჩვენ დამოკიდებულება შევცვალეთ და მას შემდეგ, უკრაინას დიდი რაოდენობით ეფექტური იარაღი მივაწოდეთ. გერმანია უკრაინის დასახმარებლად ნამდვილად ბევრს აკეთებს.

ხელმძღვანელობა არ გულისხმობს იმის შესრულებას, რასაც ხალხი შენგან ითხოვს. ამის ნაცვლად, გიწევს სწორი გადაწყვეტილების მიღება და მისი დაცვა. ეს არის ის, რასაც მე ვაკეთებ.

ჩვენ მოკავშირეებთან კოორდინაციით ვიღებთ გადაწყვეტილებებს და არასდროს ინდივიდუალურად – ეს არის უალტერნატივო გზა ამ სახიფათო ომში, აბსოლუტურად გონივრულია, რომ არ ენდო მხოლოდ საკუთარ თავს“, – დასძინა გერმანიის კანცლერმა.

გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, პუტინი ამ ომს ვერ მოიგებს.

„აშკარაა, რომ პუტინმა არ იცის როგორ გამოვიდეს ამ სიტუაციიდან. აშკარაა, რომ ის ვერ მოიგებს ომს და რუსეთი ვერ მოიგებს ამ ომს“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა

Cesko