42 Views
უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესაზე საჰაერო თავდასხმა განხორციელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით დასავლური მედია ავრცელებს.
თავდასხმა დღეს მოხდა, თუმცა დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.
„ოდესაზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. ინფრასტრუქტურა დაზიანებულია“, – ნათქვამია ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.