25 Views
გადაცემა „ჩვენი შოუ“ მამუკა ონაშვილის ხსოვნას ეძღვნება. მეგობრები ყველასთვის საყვარელი მომღერლის, აქამდე უცნობ ამბებს იხსენებენ.
ბესო ბერულაშვილმა მამუკა ონაშვილზე საუბრის დროს ცრემლები ვერ შეიკავა და ეთერში ატირდა.
„გაოგნებული ვართ, ერთმანეთს ვუცქერით, ველაპარაკებით და მამუკა არ არის… გავგიჟდები, დაუჯერებელია… მამუკა არ არის. ის იყო ჩვენი მოტივატორი, სიცოცხლის წყარო.
30 წელი ხელჩაკიდებული დავდიოდით და აი ეს ჩემი… ამ ჩემი ბუთქუნა კაცის მერე რა უნდა გავაკეთოთ, სიცოცხლე როგორ გავაგრძელოთ არ ვიცი… რამხელა დარდს ატარებდა, მე ხომ ვიცოდი მისი ყველაფერი… რა აწუხებდა, როგორ აწუხებდა, რატომ აწუხებდა, მაგრამ ერთ სიტყვას არ იტყოდა. პირიქით მთებს გადადგამდა შენი გულისთვის“