(ვიდეო) პარლამენტის გადაწყვეტილება: შესაძლოა პარლამენტში გომელაური, ლილუაშვილი და ივანიშვილიც კი დაიბარონ

0
1472
21 Views

მე-10 მოწვევის პარლამენტის ისტორიაში პირველად, ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას შეძლებს…  მეათე მოწვევის პარლამენტის ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას შეძლებს. ლელოს ინიციატივას 50-ზე მეტი დეპუტატის მხარდაჭერა აქვს, ეს კი სრულიად საკმარისია საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად. ინიციატივა ოპოზიციურ პარტიაში მას შემდეგ გაჩნდა რაც სუსის ყოფილმა მაღალჩინოსანმა ციხიდან გაახმოვანა ბრალდებები სუსისა და რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლობის შესახებ. სწორედ ეს ეპიზოდი უნდა გამოიძიოს კომისიამ, რომლის ფარგლებშიც შესაძლოა პარლამენტში ვახტანგ გომელაური, გრიგოლ ლილუაშვილი და ბიძინა ივანიშვილიც კი დაიბარონ.

Cesko