„საჭესთან მარიამი იჯდა, წინა დღეებში სიცხე ჰქონდა, ცუდად იყო…” – რა მოხდა საბედისწერო დღეს სოფელ მანავთან? (ფოტოები)

0
3212
24 Views

სა­გა­რე­ჯო­ში მომ­ხდა­რი ავა­რი­ის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი რუს­თა­ვე­ლი ახალ­გაზ­რდა, მა­რი­ამ დუ­გ­ლა­ძე გუ­შინ დაკ­რძა­ლეს. გო­გო­ნა რამ­დე­ნი­მე დღე ჯეო ჰოს­პი­ტალ­ში” სიკ­ვდილს ებ­რძო­და. რო­გორც კლი­ნი­კის თა­ნამ­შრო­მელ­მა გვი­თხრა, მას სი­ცო­ცხლეს­თან შე­უ­სა­ბა­მო და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ჰქონ­და და სამ­წუ­ხა­როდ, მისი გა­დარ­ჩე­ნა ექი­მებ­მა ვე­ღარ შეძ­ლეს.

რო­გორც ირ­კვე­ვა, იმ სა­ბე­დის­წე­რო დღეს მა­რი­ა­მი კა­ხე­თი­დან რუს­თავ­ში ბრუნ­დე­ბო­და. სა­ჭეს­თან თვი­თონ იჯდა, მას­თან ერ­თად მან­ქა­ნა­ში იყ­ვნენ მისი ბე­ბია, პაპა და მა­რი­ა­მის მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი.

სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ მა­ნავ­ში 12 სექ­ტემ­ბერს ერ­თმა­ნეთს მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი და სა­პი­რის­პი­როდ მოძ­რა­ვი ტრა­ი­ლე­რი შე­ე­ჯახ­ნენ. ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა მან­ქა­ნა­ში მყო­ფი ბე­ბია და პაპა, ხოლო მა­რი­ა­მი და მისი მცი­რე­წლო­ვა­ნი ვაჟი კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მა­რი­ა­მის დედა ემიგ­რა­ცი­ა­ში იყო და იქ გა­ი­გო ეს შემ­ზა­რა­ვი ამ­ბა­ვი და იტა­ლი­ი­დან ჩა­მო­ვი­და. სა­ბედ­ნი­ე­როდ გა­დარ­ჩა პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნა.

მა­რი­ამ დუ­გ­ლა­ძე რუს­თავ­ში ცხოვ­რობ­და თა­ვის პა­ტა­რა ბი­ჭთან ერ­თად. მა­რი­ა­მის ოჯა­ხის ახ­ლო­ბელი მომხდარზე საუბრობს:

“კა­მა­ზი და მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ე­ჯა­ხა ერ­თმა­ნეთს. სა­ჭეს­თან მა­რი­ა­მი იჯდა. უდი­დე­სი ტრა­გე­დი­აა, ბე­ბია, ბა­ბუა, მა­რი­ა­მი და მისი შვი­ლი იყ­ვნენ ერ­თად. მა­რი­ა­მის ბე­ბი­ის, ას­მა­თის დის სახ­ლში იყ­ვნენ კა­ხეთ­ში და იქი­დან უკან, რუს­თავ­ში ბრუნ­დე­ბოდ­ნენ. წინა დღე­ებ­ში მა­რი­ამს სი­ცხე­ე­ბი ჰქო­ნია, თურ­მე ცუ­დად იყო. იმ დღეს რა მოხ­და, არ ვი­ცით, ამ­ბო­ბენ, საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლაო, ერთი შვი­ლი დარ­ჩა.

რამ­დე­ნი­მე დღე კო­მა­ში იყო. გუ­შინ დაკ­რძა­ლეს. სა­ოც­რად კარ­გი გოგო იყო, ბედ­ნი­ე­რე­ბას ას­ხი­ვებ­და. დე­და­მი­სი ეკა ემიგ­რა­ცი­ა­ში იყო, და­ახ­ლო­ე­ბით ორი წე­ლია იტა­ლი­ა­შია და ამ უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ ჩა­მო­ვი­და. უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დი­აა და გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან ყვე­ლა­ნი. ბე­ბია, ას­მათ დუ­გ­ლა­ძე რუს­თა­ვის 13-ე სა­ჯა­რო სკო­ლის პე­და­გო­გი იყო. უამ­რა­ვი მოს­წავ­ლე აღ­ზარ­და. ყვე­ლას უყ­ვარ­და. 1979 წლი­დან მუ­შა­ობ­და ამ სკო­ლა­ში.

სხვა­დას­ხვა დროს იყო ხაზ­ვის მას­წავ­ლე­ბე­ლი, შრო­მი­თი და პრო­ფე­სი­უ­ლი აღ­ზრდის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი და დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე. მრა­ვა­ლი თა­ო­ბაა მისი აღ­ზრდი­ლი. სა­ოც­რად კარ­გი ოჯა­ხი ჰქონ­დათ. ყვე­ლა გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია ამ ამ­ბით. სა­ოც­რად კარ­გი გოგო იყო მა­რი­ა­მი, მთე­ლი ქა­ლა­ქი შეძ­რა ამ ამ­ბავ­მა, მარ­თლა ყვე­ლა გა­ნიც­დის, და­დუ­მე­ბუ­ლია მთე­ლი რუს­თა­ვი, ეს უდი­დე­სი და მო­უ­ლოდ­ნე­ლი ტრა­გე­დია იყო” – თქვა ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ­მა.

მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა უკვე და­წყე­ბუ­ლია და ექ­სპერ­ტი­ზა და­ნიშ­ნუ­ლია, ტრა­გე­დი­ის მი­ზე­ზებს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი და­ად­გე­ნენ.

წყარო: ambebi.ge

Cesko