გორში იაკობ ჯუღაშვილის, სტალინის შვილის, ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

0
443
23 Views

გორში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, იაკობ ჯუღაშვილის ქუჩაზე, ამ ეტაპზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს.

„პროექტის მიხედვით, ქუჩაზე მოეწყობა ტრანსპორტის სავალი ნაწილი, ტროტუარები, ეზოებში შესასვლელები, სანიაღვრე სისტემა და საგზაო მონიშვნები. ქუჩის სიგრძე 450 მეტრია.

სამუშაოებს დასრულების შემდეგ, ქუჩაზე გადაადგილებისას მძღოლებსა და ქვეითებს დაზიანებული გზის საფარით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებთ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Cesko