ტრაგედია მაშინ დატრიალდა, როდესაც გზაზე გადადიოდა… – ცნობილია პოლიტიკოსის ვინაობა, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა

0
642
38 Views

ვტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული ტრავმებით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გარდაიცვალა. 55 წლის ემზარ ჯანაშვილს, თბილისში, ქვეითად გზაზე გადასვლის დროს ავტომანქანა დაეჯახა.

რამდენიმე დღის განმავლობაში, დაშავებულს, თბილისში, ქირურგიის ცენტრში მკურნალობდნენ. ექიმების განმარტებით, ჯანაშვილს, სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ემზარ ჯანაშვილი, დედოფლისწყაროს საკრებულოს წევრი, სოფელ აღნიშნულის მაჟორიტარი დეპუტატი, 2021 წლის ადგილობრივი თვითთმმართველობის არჩევნების დროს გახდა. გარდაცვლილი დეპუტატი, საკრებულოში, ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი იყო.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, საკრებულოს გამოკლებული წევრის ახალი არჩევნები, მომავალის წლის მაისში უნდა ჩატარდეს.

Cesko