თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანიის განცხადებით, მსოფლიო ლიდერები რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს უნდა დაელაპარაკონ მშვიდობის კარის გასაღებად.
„სამწუხაროდ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ვერ შეძლო ომის დასრულება და სისხლისღვრის შეჩერება. ასევე ომის შედეგად წარმოქმნილი ენერგეტიკული და სასურსათო კრიზისიდან გამოსვლა. გაეროს გენერალური მდივნის მცდელობამ, მარცვლეულის დერეფანი შეექმნა, აღადგინა გარკვეული ნდობა ორგანიზაციის მიმართ, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ მეტი ძალისხმევაა საჭირო ომის დასასრულებლად“, – განაცხადა ერდოღანმა ტელეარხ A Haber-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, ეს არის პროცესი, რომელიც მოითხოვს ყველა მსოფლიო ლიდერის ერთობლივ ძალისხმევას და არა მხოლოდ მათს.
„მათ (ლიდერებმა) ყველამ უნდა შეუწყოს ხელი ამ არხის წინ წაწევას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველამ, ვისაც მეტ-ნაკლებად ურთიერთობა აქვს ბატონ პუტინთან, უნდა განიხილოს ეს საკითხები მასთან, რომ ეს კარი გაიხსნას; იგივე ზელენსკისთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოვლინდება ამ ლიდერების მიმართ სრულიად განსხვავებული ნეგატიური მიდგომები არ მოიტანს მოსალოდნელ შედეგს, პირიქით, ვფიქრობ, რომ აქ დაღუპულთა და ნგრევის რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება“, – განაცხადა თურქეთის ლიდერმა.