22 Views
გადაცემა „პრაიმ შოუში“ მომღერალმა და ტელესახე ნინი ბადურაშვილმა ისაუბრა, თუ როგორი კაცები მოსწონს და რას აფასებს საპირისპირო სქესის ადამიანებში:
„მომწონს თავდაჯერებული თავის საქმეში, თავის პიროვნებაში, მიზანდასახული, მშრომელი. ერთგულება, პატივისცემა, ყურადღება ძალიან მნიშვნელოვანია.
სიყვარულის უნარი უნდა გააჩნდეს. ბევრს არ გააჩნია, სხვათა შორის, სიყვარულის უნარი, არ შეუძლია“, – თქვა ნინი ბადურაშვილმა. მან ასევე აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობის გრძნობა ადამიანში ასევე მთავარია, თუმცა ამ თვისების მატარებელი კაცები ბევრნი არ არიან.