“არ გა­მოვ­რი­ცხავ, თა­ნამ­ზრახ­ვე­ლე­ბი შიგ­ნით ჰყო­ლო­და…ახ­დე­ნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და შსს-ს დის­კრე­დი­ტა­ცი­ას” – როგორ აფასებს ყოფილი გამომძიებელი ბანკის დაყაჩაღების მოვლენებს?

September 21, 10:32
0
344

ქუ­თა­ის­ში თით­ქმის 9-სა­ა­თი­ა­ნი სპე­ცო­პე­რა­ცია წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა “სა­ქარ­თვე­ლოს ბანკზე” თავ­დამ­სხმე­ლი და­ა­კა­ვეს, ასე­ვე უვ­ნებ­ლად გა­თა­ვი­სუფ­ლდა ყვე­ლა მძე­ვა­ლი.

ყო­ფი­ლი გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ემ­ზარ სა­ბა­ნა­ძე თავდასხმის მიმდინარეობაში ბევრ საეჭვო დეტალს ხედავს:

“ბანკზე თავ­დამ­სხმე­ლი ავად­მყო­ფია და ეგო­ნა, რო­გორც ესე­ბუ­ას, ამა­საც ისე გა­ა­ტან­დნენ ფულს. აქ სა­ეჭ­ვოდ ის მი­მაჩ­ნია, რომ თავ­დამ­სხმე­ლი ძა­ლი­ან კარ­გა­დ იყო მძევ­ლებ­თან, რომ­ლე­ბიც თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ, ტე­ლე­ფო­ნი­თაც სარ­გებ­ლობ­დნენ… არ გა­მოვ­რი­ცხავ, მას თა­ნამ­ზრახ­ვე­ლე­ბი იქვე, შიგ­ნით ჰყო­ლო­და. არც ისაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ სპეც­რაზ­მე­ლი იყოს – ჩვე­ნი სპეც­რაზ­მე­ლე­ბი და პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი ფი­ნან­სუ­რად ისე­თი გა­ჭირ­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან, თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბა მათი წრი­დან იყოს. მე ის უფრო მა­ეჭ­ვებს, რომ მას და მძევ­ლებს ძა­ლი­ან თა­ვი­სუ­ფა­ლი და სხვა­ნა­ი­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დათ დრო­ის მოკ­ლე მო­ნაკ­ვეთ­ში, იქ მყო­ფებ­მა უცებ აუ­ღეს ალღო თავ­დამ­სხმელს.

შე­უძ­ლე­ბე­ლია ეს პი­როვ­ნე­ბა მარ­ტო იყოს, თუნ­დაც ასე­თი ციფ­რის მო­თხოვ­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. 2 მი­ლი­ო­ნით ვერ­სად გა­იქ­ცე­ვი – ვერ­ტმფრე­ნამ­დე ხომ უნდა მის­ვლა, ან მერე იმ ვერ­ტმფრე­ნით სად უნდა წა­ვი­დეს?

მისი ქმე­დე­ბე­ბი იმის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, რომ ახ­დე­ნენ რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, ისე უწყე­ბის, შსს-ს დის­კრე­დი­ტა­ცი­ას. სა­ვა­რა­უ­დოდ, აქაც ანა­ლო­გი­უ­რი შემ­თხვე­ვა იქ­ნე­ბა, კაცი სა­თა­მა­შო პის­ტო­ლე­ტით რომ შე­ვარ­და ბან­კში და პო­ლი­ტი­კურ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებ­და.

პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, როცა ყა­ჩა­ღი 2 მი­ლი­ონს ითხოვს. რო­გორც ჩანს, იცოდ­ნენ მისი ვი­ნა­ო­ბა, ით­ქვა, რომ ვა­ლე­ბი აქვს, წა­ვი­და, ჩა­მო­ვი­და, იქვე გა­აჟ­ღე­რეს, ფსი­ქი­კუ­რად გა­უ­წო­ნას­წო­რე­ბე­ლი­აო, რაც იმა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი “ფე­ი­კია” და “ბლე­ფი”, – უთხრა ემ­ზარ სა­ბა­ნა­ძემ “ამბებს”.

ambebi.ge

Cesko