ტრაგედია: ცოტა ხნის წინ ბინაში ორი ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს – 3 დღის გარდაცვლილები არიან!

0
707
40 Views

თბილისში, მუხიანის ერთ-ერთ კორპუსში, ორი ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს. როგორც მიმდებარედ მცხოვრებლებმა გვითხრეს, არსებული ინფორმაციით, ისინი 3 დღის გარდაცვლილები არიან. მათივე ინფორმაციით, ცხედრები უკვე ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

გარდაცვლილთა ვინაობა კი ამ დროისთვის უცნობია. ისინი სავარაუდოდ 20 წლისები იყვნენ.

ვრცელდება ვერსია, რომ შესაძლოა, ისინი ალკოჰოლური და ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, თუმცა ეს არაოფიციალური, მხოლოდ თვითმხილველებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციაა და ამ დროისთვის არ დასტურდება.

“მთავარს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, “არანაირი კომენტარი არ აქვს”.

Cesko