„სხვა დროს, ჩემს სურათზე გაკეთებულ კომენტარებს ყურადღებას არც მივაქცევდი, მაგრამ…“ – რას წერს სალომე ზურაბიშვილი

0
537
20 Views

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მისი ფოტოების ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს „ფეისბუქ“ პოსტით ეხმაურება.
„სხვა ყველა შემთხვევაში, დროს არ დავკარგავდი და ჩემს სურათზე გაკეთებულ კომენტარებს არც ყურადღებას მივაქცევდი და არც რამე რეაქციას მივცემდი, მაგრამ ჩემ გამო, არ მინდა ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული პროფესიონალი ფოტოგრაფი გია აბდალაძე გააკრიტიკონ.

Westminster Abbey-ში ძალიან მკაცრად იყო აკრძალული ფოტოგრაფების შემოშვება. ეს სურათი, ცერემონიის დასრულების შემდეგ, ექსპრომტად, სხვისი გადაღებულია. გიას ჩვეულებრივად უნაკლო სურათები (ფოტოგრაფიულ ხარისხზე ვსაუბრობ და არა ჩემზე ) მოგვიანებით დაიდო.

ისე, კი მიკვირს, ასეთი ჩემდამი და ჩემს ჩაცმულობაზე უზომო ინტერესი“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი

Cesko