შსს -ში აცხადებენ, რომ ქუთაისში, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი დაკავებულია

September 20, 20:10
0
89

ქუთაისში, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი დაკავებულია. ამის შესახებ შს პრესსამსახურის უფროსმა ქეთი კოვზიაშვილმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა და მძევლები გათავისუფლებულია.

„დაკავებულია ერთ პირი. სპეცოპერაცია არის დასრულებული. ყველა მძევალი არის თავისუფალი““, – აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ შეიარაღებული პირი ბანკში დაახლოებით 12:00 საათზე შეიჭრა. თავდამსხმელს 12 მძევალი ჰყავდა და რუსულ დროშას, ანკესს, ვერტმფრენს და 2 მილიონ დოლარს ითხოვდა.

Cesko