„ეს მკვდრეთით რამდენჯერმე აღმ(ს)დგარი ბოლო-ბოლო გაერკვეს, “მისები” ვინ არიან – ქართველები, უკრაინელები, ალასანიელები, ნატოელები თუ …“ – დავით კალანდია მიხეილ სააკაშვილზე

0
815
23 Views

პუბლიცისტი, დავით კალანდია ცოტა ხნის წინ, საქართველოს ექსპრეზიდენტის მიერ კლინიკა „ვივამედიდან“ გავრცელებულ წერილს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს.

„მიხეილ სააკაშვილი – ხერსონში შეიძლება ჩვენებმა ხარკოვზე ბევრად დიდი მასშტაბის გამარჯვება მოიპოვონ.

Capitel.ge
“ჩვენებში” ვინ გულისმობს? ბარამიძეს და კობაზ ხაბაზს?

ეს მკვდრეთით რამდენჯერმე აღმ(ს)დგარი ბოლო-ბოლო გაერკვეს, “მისები” ვინ არიან – ქართველები, უკრაინელები, ალასანიელები, ნატოელები, ქატოელები, ტორები თუ ვიგები…

მეზობელკა შემოვიდა, მწარე მიშისტა მირანდალინა და ერბოკვერცხი შემომიტანა.

როდესაც დავნაყრდი, მეორე ოთახში გამიყვანა, სადაც თაროზე ვოლტერის შიშველი ბიუსტი მედგა.

– მირა, – ვთქვი და საწოლზე მძიმედ ჩამოვჯექი, – აი, მიჰაილო სააკაშჩენკო “ჩემებს” რომ ამბობს, ვის გულისხმობს, ტილებსა თუ რწყილებს?

-უი, გაქრი შენ და გამოქრი, – ზიზღნარევი სიყვარულით მიპასუხა მირამ და ახლად გაპედიკურებული ფეხებიდან ფლოსტები ჩამოაგდო – “ჩვენები” – უკრაინელებია. მიშა ხომ უკრაინელია, გენეტიკური ანალიზი გაუკეთეს და აღმოჩნდა, რომ იანკა კუპალა მისი დიდი ბებია იყო.

– კიდევ კარგი, რომ “ჩვენებში” ჩვენ არ გვგულისხმობს – შვებით ამოვისუნთქე და უხალისოდ გავიძრე წინდები.

– დავიწყოთ? – თქვა მირამ და მხრები ეშმაკურად შეათამაშა.

– რა გაეწყობა – მძიმედ ამოვიოხრე, – დავიწყოთ, მაგრამ…

– მაგრამ რა? – მირა მოტრიალდა და ზურგი შემაქცია – ელვა შემიხსენი…

– იანკა კუპალა კაცი იყო, თანაც ბელორუსი…

– და ბელორუსები განა უკრაინელები არ არიან?ფრთხილად! კანი მომყვა, შე უხეშო…“ – წერს დავით კალანდია.

Cesko