VIDEO: “არ გამოუვიდათ! ასე იქნება ყოველთვის” – გიგლა ბარამიძე რადიკალურ ოპოზიციაზე

September 19, 11:07
0
514

ჩაიარა იმ წყალმა, რომლის მეშვეობითაც ისინი ხელისუფლებაში აპირებდნენ შემობრიხინებას. არ გამოუვიდათ! ასე იქნება ყოველთვის, – ამის შესახებ პროფესორმა გიგლა ბარამიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალურ ოპოზიციას ხალხი არ ენდობა და ისინი მათი ქუჩაში გამოყვანას ვერ შეძლებენ.

„ბატონ გიზო ნიშნიანიძეს აქვს ასეთი კარგი, რეფრენად ნათქვამი, ქაქუცა ჩოლოყაშვილს გულისხმობდა, მიდიან ქაქუცები და რჩებიან ქარაქუცებიო. პოლიტიკური სექტის, „ნაცბანდის“ პირწუწკებისა და ქარაქუცების ნიმუშია ყოველდღე და როდემდე ვწმინდოთ ჩვენ მათ პირი?! ესენი ხალხს ვერ შეკრებენ, რადგან მათი ხალხს არ სჯერა.

არასდროს მისი მეხოტბე არ ვიყავი, პირიქით, ყოველთვის ოპოზიციაში ვიყავი, რადგან ის არაფერში სანდო კაცი არ არის, მაგრამ ერთი ბელადი ჰყავდათ და ისიც კი მიატოვეს. საერთოდ ახსენებენ იმ კაცს? – არა, იმიტომ, რომ არ აინტერესებთ, რადგან ჩაიარა იმ წყალმა, რომლის მეშვეობითაც ისინი ხელისუფლებაში აპირებდნენ შემობრიხინებას. არ გამოუვიდათ! ასე იქნება ყოველთვის.

ბოლო 25-30 წლის განმავლობაში არ ყოფილა, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისა და დღევანდელი ხელისუფლების ქმედებები: ეროვნული პოზიცია იქნება, სახელმწიფოებრივი ხედვა იქნება, ომში არჩართვა იქნება, თუ სხვადასხვა, ასე ემთხვეოდეს ერთმანეთს. როდესაც ასეთი თანაზიარებაა მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებში, ესენი როგორ გამოიყვანენ ხალხს?! ახლა რომ დადის ერთი პოლიტიკური პარტია – გინდა თუ არა, ხალხი უნდა შევკრიბოო“, – განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

Cesko