“ნაცსექტა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს გაურთულდეს 12 პუნქტის შესრულება”- გიგლა ბარამიძე

September 19, 10:59
0
255

ყოველგვარი ზედმეტი ქების გარეშე, პირდაპირ ვამბობ, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენ ის 12 პუნქტი მეტ-ნაკლებად შესრულებულად ჩაგვთვლოდა და ჩვენც ვყოფილიყავით გაწევრიანებულები, მაგრამ, ასე არ მოხდა, – ამის შესახებ დიპლომატმა, პროფესორმა გიგლა ბარამიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება ქვეყანას გაურთულდეს.

„ძალიან ცუდია, რომ როგორც ყოველთვის, ნაციონალური სექტა (იმიტომ რომ ის დიდი ხანია პარტია არ არის და ჩამოყალიბდა როგორც პოლიტიკური ჯგუფი რევანშისტების და რადიკალების) ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს გაურთულდეს 12 პუნქტის შესრულება. რა თქმა უნდა ამას ისინი ვერ შეძლებენ. ისინი პოლიტიკურ პარტიადაც აღარ უნდა მოიხსენიებოდნენ, რადგან ისინი პოლიტიკურ ცხოვრებას გასცდნენ და პოლიტიკურ პარაზიტებად და პოლიტიკურ ბარბაროსებადაც შეიძლება იყვნენ აღქმული. საქართველოს სახელმწიფოს სხეულზე არიან მიმსხდრები და პარაზიტობენ. ამიტომ ჩვენ მათგან არ უნდა ველოდოთ არც საპარლამენტო ჯგუფებში მუშაობას, არც კონსტრუქტივიზმს. ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ხელის შეშლა.

ეს [ალტერნატიული სამუშაო ჯგუფები] არის ხელის შეშლის ნაწილი, ისევე როგორც რამდენიმე კვირის წინ რომ გაიძახოდნენ ტექნიკური მთავრობის შექმნის შესახებ. არ არსებობს ასეთი ცნება. ეს სულ სხვა კატაკლიზმების დროს იქმნება, საქართველოში არ არის ასეთი სიტუაცია, ამიტომ მათ ეს არ გამოუვიდათ. პარლამენტი იმისთვის არის, რომ პარლამენტის წევრებმა პარლამენტში მოიყარონ თავი და იქ იყოს სჯა-ბაასი, აზრთა გაცვლა-გამოცვლა, დაპირისპირება და შემდეგ ბეჭდის დასმა და ცალკე ქუჩა-ქუცა თუ დადიხარ, მიტინგის ჩატარება თუ გინდა, ხალხს ვერ კრებ, მაგრამ მაინც ამბობ, რომ არა, მე ამას ცალკე გავაკეთებ – ეს კიდევ ერთი მანიშნებელია, რომ მათ არ სურთ ამ საკითხებში არანაირი გაერთიანება, არანაირი ეროვნული, სახელმწიფო ინტერესები არ აქვთ და ყოველთვის შეუშლიან ხელს. თქვენს გადაცემას გასდევდა რეფრენად პროლოგი – აურზაური ოპოზიციაში. ვთქვათ, რომ ეს რადიკალური ოპოზიცია არის ნაცსექტა. ამათი აურზაური რა არის, ვერ იყოფენ კეზერაშვილის მიერ გამოგზავნილ მილიონებს და ჭამენ ერთმანეთს. ამას უნდა გადავაყოლოთ ჩვენ ეს პროცესები? ამიტომ ნათქვამია – „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“, ჩვენ მივდივართ ევროკავშირისკენ, 12 პუნქტს შევასრულებთ, ამათ თუ არ უნდათ, იყვნენ და იტანტალონ ქუჩა-ქუჩა“, – აცხადებს ბარამიძე.

Cesko