არ გაგვაბრაზოს, თორემ ერთი დაძახება და მთელი საქართველო გამოვა, ეს რა შეტევაა. რა ოლიგარქი, რის ოლიგარქი,მეცენატია კაცი!!

0
643
28 Views

დღეს არ არის საქართველოში მასობრივი გამოსვლებისა და აქციების მუხტი. არ არის და მორჩა, – ამის შესახებ რეჟისორმა ქეთი დოლიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

„ახლა რომ არის შეტევა ბიძინა ივანიშვილზე, რომელიმე ჩვენმა „მეგობარმა“ გაუკეთა იმის მეათასედი საქართველოს, რაც ბიძინა ივანიშვილმა? მაინტერესებს ეს რა შეტევაა. რა ოლიგარქი, რის ოლიგარქი. თქვენ გგონიათ სააკაშვილს ნაკლები ფული აქვს იქ ოფშორულ ზონებში? არ აქვს ნაკლები ფული და ეს ძალიან მალე გამოაშკარავდება. მე არასდროს და ვერასდროს შევურიგდები ეს ჩემი, ერთი ადამიანის პირადი გადაწყვეტილებაა. ვის უნდა შევურიგდე მე, ხერხეულიძეს თუ ვის? დღეს არა რის საქართველოში მასობრივი გამოსვლებისა და აქციების მუხტი. არ არის და მორჩა. რუსთაველის თეატრიდან თავისუფლებამდე მონაკვეთს ძლივს ავსებენ. იარონ ახლა და შეიკრიბონ. რა შეკრება, რა მუხტი. არ გაგვაბრაზოს, თორემ ერთი დაძახება და მთელი საქართველო გამოვა

Cesko