“ვინც ხმა მისცა ჩვენი რუსეთის წინააღმდეგ, ფინთები, ბილწები და გამყიდველები ხართ” – კავაზაშვილი

0
694
28 Views

მოსკოვის “სპატაკისა” და მოსკოვის “ტორპედოს” ყოფილი მეკარე ანზორ კავაზაშვილი, რომელიც სსრკს ყოფილი მეკარეც გახლავთ, მორიგ ეპატაჟურ განცხადებას აკეთებს.

“ყველამ, ვინც ხმა მისცა ჩვენი ევროტურნირებიდან და სხვა ჩემპიონატებიდან მოკვეთას, ისინი ფინთები, ბილწები და გამყიდველები არიან. სპორტი – ეს პატიოსანი შეჯიბრებაა. უეფაში ამის შესახებ არ იციან. მათ დიადი რუსეთი მოკვეთეს. მათ გარეშე არ დავიკარგებით. ჩვენდამი მეგობრულად განწყობილ ქვეყნებთან ერთად ჩვენს ოლიმპიადას, ჩვენს მსოფლიო ჩემპიონატს, აზიის ჩემპიონთა ლიგას და კიდევ რამეს შევქმნით.”

ისინი ცდებიან, თუ ფიქრობენ, რომ დიდი ევროთასების კლუბების გარეშე დავიკარგებით. ტაიმ-აუტს ავიღებთ, თუნდაც 5 წლით. უეფას მომავალში რეორგანიზაცია ელის. თავისი არსით ეს პატიოსანი ორგანიზაცია უნდა იყოს და არა დასავლეთის ქვეყნების საძაგელი პოლიტიკოსების ქვეშევრდომი”, – განაცხადა კავაზაშვილმა.

Cesko