კიკეთში მომხდარ მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

September 17, 19:59
0
413

კიკეთში მომხდარ მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

კიკეთში სროლა იყო. სროლის შედეგად რამდენიმე პირი დაიჭრა, მათ შორის ორი ქალი. ერთი დაჭრილი მამაკაცი კი მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა.

რაც შეეხება დაჭრილ ქალებს, ისინი კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ გადაიყვანეს. მათ შესაბამის სამედიცინო დახმარებას უწევენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.

Cesko