24 Views
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე სოციალურ ქსელში გარდაცვლილ შვილზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს და აქვეყნებს ფოტოებს, სადაც ჩანს, რომ სადღესასწაულო ტორტი შვილის ნაცვლად, მისმა მეგობარმა ჩააქრო.
„დე, შენს ტორტზე სანთელი დღეს შენმა მეგობარმა ჩააქრო, ცოტნე აქ არის. 5 წელია შენს ნაცვლად ის აქრობდა. ო, როგორ მენატრები და ვიწვები რომ იცოდე უშენოდ, მაგრამ ვცდილობ ისე ვიცხოვრო შენ რომ მოგეწონებოდა. მიყვარხარ, სულ ჩემთან ხარ და იქნები მარად ამიერში და იმიერში“, – წერს მარინა ენდელაძე.