იტალიური საფეხბურთო კლუბის, “ნაპოლის” მეკარემ, ალექს მერეტმა ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია დაახასიათა და იმედი გამოთქვა, რომ ხვიჩა არაჩვეულებრივი ფეხბურთელია.
როგორც გოლკიპერმა კლუბის ოფიციალურ რადიოს Kiss Kiss Napoli-ს ინტერვიუში განაცხადა, ხვიჩას მნიშვნელოვანი თვისებები აქვს, გასაოცარი დრიბლინგი, თუმცა თამაშის გაუმჯობესების დიდი პოტენციალი აქვს.
“მას მნიშვნელოვანი თვისებები და საოცარი დარტყმა აქვს. ჩემი აზრით, მას თამაშის გაუმჯობესების დიდი პოტენციალი გააჩნია. როდესაც ბურთი აქვს, ძნელია მისი შეჩერება, არაჩვეულებრივი ფეხბურთელია.
მას შეუძლია დაცვაში უფრო მეტად დაგვეხმაროს, მაგრამ ვიმედოვნებ, ასე გააგრძელებს, რადგან საოცარ რაღაცებს აკეთებს. “,- თქვა მერეტმა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 8 შეხვედრაში 4 გოლით და ორი საგოლე გადაცემით გამოირჩა.
წყარო: goal.ge