სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება პატარა ანამარიასთან დაკავშირებით, გოგონას გუშინ გაუკეთდა გულის ოპერაცია გერმანიაში და სამწუხაროდ პატარა ანგელოზი გარდაიცვალა. პოსტი გერმანიის ქართული სათვისტომოს ჯგუფში ვრცელდება და ითხოვენ, რომ თუ ვინმეა ახლა მიუნხენში მარტო მყოფ დედას დაუდგნენ გვერდში.
“გუშინ გაუკეთდა პატარას გულის ოპერაცია… სამწუხაროდ, გაფრინდა ანგელოზივით. მარტო არის ეხლა დედა და ძალიან სჭირდება თანადგომა. არავინ ჰყავს, აქეთ თუ ვინმე ხართ, გთხოვთ, გაიზიარეთ ვანუგეშოთ და გვერდში დაუდგეთ”, – წერენ სოციალურ ქსელში.
პატარა ანიტას დედა სოციალურ ქსელში სულისშემძვრელ მიმართვას აქვეყნებს:
“მე ასე ვინ ჩამეხუტება დე… მე დადაც და მამაც ვიყავი შენთვის დე… მე რა რა ვქნა შვილო… მალე მოვალ. დე შენთან გპირდები… ძალიან მალე.”
წყარო: მეგა TV