ვერძი
პატარ-პატარა გაუმართლებლობას წარმატება შეცვლის, მთავარია, შანსები სწორად და დროულად გამოიყენეთ.
კურო
დღეს, კურომ აუცილებლად უნდა დაიცვას “თამაშის წესები”, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, უახლოეს მომავალში სარგებლის მისაღებად.
ტყუპები
შესაძლოა, დაგჭირდეთ ლიდერის თვისებების გამოვლენა, გარკვეული დოზით, აგრესიაც კია დასაშვები და წარმატების მომტანი, მთავარია, შეინარჩუნოთ ზომიერება.
კირჩხიბი
დღეს, შესაძლოა, თქვენმა პარტნიორმა საკუთარი ემოცია სიურპრიზებითაც კი გამოხატოს. ამგვარი ქმედება თავდაჯერებულობას შეგმატებთ, ზოგადად, დღეს კირჩხიბებისთვის საკუთარი თავის რწმენა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
ლომი
იმოქმედეთ გააზრებულად , იმედგაცრუების შემთხვევაში, სხვებს ნუ დაადანაშაულებთ, ნუ შეეცდებით საკუთარი თავის გამართლებას. ყურადღება გამოიჩინეთ გარშემომყოფების მიმართ, მიეცით მათ გამოხატვის საშუალება.
ქალწული
გაიღრმავეთ ცოდნა, ჩაეწერეთ მცირე სასწავლო კურსებზე, ტრენინგებზე, მიიღეთ მონაწილეობა თემატური საკითხების განხილვაში, რაც, უშუალოდ, თქვენს პროფესიას ან საქმიანობას ეხება.
სასწორი
სასურველია, დაკავდეთ ფიზიკური ვარჯიშით, რათა გაიჯანსაღოთ სხეული და სულიერი მდგომარეობა, რაც შეიძლება, მეტი დრო დაუთმეთ სუფთა ჰაერზე ყოფნას.
მორიელი
მორიელებმა, ნებისმიერ სიტუაციაში, უნდა შეინარჩუნონ ემოციური ნეიტრალიტეტი. არასასურველია ღია ინიციატივები, ან გრძნობების გადაჭარბებული აფეთქება. უმჯობესია, ფარული ეჭვები უკიდურესად სწორი ფორმით გამოთქვათ.
მშვილდოსანი
ნუ იქნებით ზედმეტად გულუხვი, რათა თქვენი კეთილი ნება და გულმოწყალება უგუნურებაში არ ჩაგითვალონ, და საერთოდაც, მომავალში ვალდებულებად არ გადაგექცეთ.
თხის რქა
დიდი შეუპოვრობა და ძალისხმევა უნდა გამოიჩინოთ იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით, შეეცადეთ, უკან არ დაიხიოთ.
მერწყული
თუ დღეს შეძლებთ გამოწვევებთან გამკლავებას, შეგიძლიათ, დიდხანს იამაყოთ თქვენი გამარჯვებებით.
თევზები
ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი და კატეგორიული საკუთარი თავის მიმართ, ყველაფერს მარტივად და უემოციოდ მიუდექით, ამ შემთხვევაში, წარმატებას მიაღწევთ.