ვლადიმირ პუტინის კორტეჟზე თავდასხმა განხორციელდა

September 14, 18:07
0
2262

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინზე თავდასხმა მოხდა. ინფორმაციას cnews.ge ერთ-ერთ ტელეგრამარხზე დაყრდნობით ავრცელებს. აღნიშნულზე  წერს  რუსული მედიაც.

გავრცელებული ინფორმაციით, პუტინზე თავდასხმა მაშინ განხორციელდა, როდესაც ის საკუთარი რეზიდენციისკენ დუბლირებული კორტეჟით გადაადგილდებოდა. ამ ეტაპზე ფაქტს და სხვა დეტალებს საგულდაგულოდ მალავენ.

ინცინდენტი პრეზიდენტის დუბლირებულ კორტეჟს მაშინ შეემთხვა, როცა ერთ ერთ ავტომანქანაში ამჯერად მართლა იჯდა ვლადიმერ პუტინი.

დაცვის სამსახურის რჩევით,უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე,ხანდახან პუტინი იმ დუბლირებული კორტეჟით მგზავრობს,რომელიც ძირითადი კორტეჟისგან განსხვავებით მხოლოდ ხუთი ავტომობილისგან შედგება და ნაკლებ ყურადღებას იქცევს.

სწორედ ასეთი დუბლირებული კორტეჟი აღმოჩნდა თავდასხმის ობიექტი,რომლის ერთ-ერთ ბრონირებულ ავტომობილში რეალურად იჯდა რუსეთის პრეზიდენტი.

რეზიდენციამდე რამდენიმე კილომეტში ,კორტეჟის პირველ ავტომობილს გზა სასწრაფო დახმარების მანქანამ ჩაუხერგა,კორტეჟის მეორე ავტომობილმა შეუჩერებლად გააგრძელა მოძრაობა,მესამე ავტომობილი კი რომელშიც ვლადიმერ პუტინი იჯდა ,შეფერხდა,მარჯვენა წინა საბურავთან ძლიერი ხმა გაისმა და ძლიერი კვამლიც გაჩნდა. ამის მიუხედავად,პრეზიდენტის ბორტმა გზა მეორე ავტომობილის მარშრუტის უკან,ნაკლები სისწრაფით განაგრძო,და ჩახერგილი პირველი ავტომობილის გამოკლებით,დანიშნულების ადგილს მშვიდობიანად მიაღწია..

მოგვიანებით,სასწრაფო დახმარების ავტომანქანის საჭესთან,რომელმაც კორტეჟის პირველი ავტომანქანა ჩახერგა,მამაკაცის გვამი აღმოაჩინეს.

თავდასხმის გამოძიება სრულიად გასაიდუმლოებულია და დეტალები ამ დრომდე არ ხმაურდება,ყველა პირი ვინც ფაქტზე ინფორმაციას ფლობს,მკაცრად გაფრთხილებულია.

პრეზიდენტის პირადი დაცვის უფროსი და კიდევ რამდენიმე პირი თანამდებობას უკვე ჩამოაშორეს და შინაპატიმრობაში იმყოფება.პუტინის დუბლირებული კორტეჟით გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ვიწრო წრემ იცოდა.და ყველა მათგანი პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურიდანაა.

ინცინდენტის შემდეგ სამი თანამშრომელი გაუჩინარებულია.ისინი დუბლირებული კორტეჟის პირველ ავტომობილში ისხდნენ.ამ მომენტისათვის მათი ადგილსამყოფელი უცნობია.ავტომობილი კი შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში იპოვეს.

 

 

Cesko