დიდი სკანდალი: ქართველებმა „ბენ-გურიონის“ აეროპორტის უსაფრთხოების სისტემა „გატეხეს“ და ისრაელში არალეგალერად შედიოდნენ (+ვიდეო)

0
622
31 Views

13 სექტემბერს, ისრაელის პოლიციამ განაცხადა დამაშაულებრივი დაჯგუფების გამოვლენის შესახებ, რომლის წევრებიც საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში „ბენ-გურიონის“ აეროპორტის გავლით, არალეგარულად მოხვედრაში ეხმარებოდნენ. გამოძიებას, პოლიციასთნ ერთად, აეროპორტის უსაფრთხოების სამსახური აწარმოებდა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაჯგუფება კერძო დასუთავების სამსახურით თანამშრომლებისაგან შედგებოდა, რომლებსაც შეეძლოთ საშვებით აეროპორტში თავისუფლად გადაადგილება.

ისინი ხვდებოდნენ თბილისისდან ჩაფრენილ ქართველებს, 10 ათასი დოლარის სანაცვლოდ გადასცემდნენ მათ საშვებს და ასწaვლიდნენ გზას, თუ როგორ უნდა დაეტოვებინათ საპასპორტო კონტროლის გარეშე. მგზავრების კვალი აეროპორტის ავტოფარეხიდან იკარგებოდა.

ისრაელის პოლიციაში აცხადებენ, რომ აეროპორტის სასაღვრო სისტემის მსგავს „გატეხვას“ აქამდე ადგილი არ ჰქონია და ეს უაღრესად საშიშ პრეცენდენტს წარმოადგენს ისრაელის უსაფრთხოებისათვის.

13 სექტემბერს, სპეცოპერაციის დროს დააკავეს 3 ისრაელის მოქალაქე და საქართველოს ჩასული არალეგალი. სულ რამდენმა მგზავრმა შეძლო ამ „სერვისის“ მეშვეობით ისრაელში შეღწევა ჯერ დადგენილი არაა.

Cesko