მედვედევი: უკრაინისადმი რუსეთის ამჟამინდელი „ულტიმატუმები“ არის „საბავშვო მოთელვა მომავალი მოთხოვნების წინ“

0
413
60 Views

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის დმიტრი მედვედევის განცხადებით, უკრაინისადმი რუსეთის ამჟამინდელი „ულტიმატუმები“ არის „საბავშვო მოთელვა მომავალი მოთხოვნების წინ“.

საკუთარ Telegram არხზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მედვედევი უკრაინის პრეზიდენტს, რომელიც აცხადებს, რომ დიალოგი არ იქნება მასთან, ვისაც ულტიმატუმები აქვს, „ვინმე ზელენსკის“ უწოდებს. მისივე განცხადებით, ზელენსკიმ იცის რუსეთის მომავალი მოთხოვნები – „კიევის რეჟიმის ტოტალური კაპიტულაცია რუსეთის პირობებით.“

კადიროვი უკრაინას „ელიტური მებრძოლები“ ემუქრება და აცხადებს, რომ ისინი აქამდე პუტინის ბრძანებით „ისვენებდნენ“.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დღეს პრეზიდენტ პუტინთან მოლაპარაკება შეუძლებელია, რადგან რუსეთის მხრიდან კონსტრუქციულობის ვერანაირ სურვილს ვერ ხედავს. ზელენსკის თქმით, მისი პრინციპია, არ ელაპარაკოს არავის, ვინც ულტიმატუმებს აყენებს.

Cesko