“როგორი შანტაჟიც არ უნდა განხორციელდეს, საქართველო ომში არ ჩაერთვება. ეს პრაქტიკულად თქვა თავისი წერილით ბიძინა ივანიშვილმა. მით უმეტეს ამ კაცს ბევრად მეტი აქვს დასაკარგი, საუბარია, თუ არ ვცდები, მილიარდზე მეტი დოლარის გაჩერებაზე. შეიძლება, ძალიან ბევრი ჰქონდეს დასაკარგი, შეიძლება, გაჰყვეს მათ მოთხოვნას, თუ რაც არის და დაბრუნდეს პოლიტიკაში, ჩართოს ქვეყანა ომში, მაგრამ მას ამათან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია აქვს დაფიქსირებული, რომ არავითარ შემთხვევაში, არავითარი შანტაჟით, მილიარდი კი არა, ათი მილიარდი რომ დადგეს პრობლემის ქვეშ, ის არავითარ შემთხვევაში არ ჩართავს ქვეყანას ომში.
ვინც აშანტაჟებს, უკრაინის ხელისუფლებიდან ნახეთ, პირდაპირ ითხოვენ ომში ჩვენს ჩართვას და იქვე აშანტაჟებენ. ეს კაცი ამბობს, რომ არავითარ შემთხვევაში, არავითარ ნაბიჯს არ გადადგამს იმისთვის, რომ ქვეყანა ჩართოს ომში. მით უმეტეს, არც მე, არც პრემიერს ან სხვას ასეთი არაფერი გვაქვს დასაკარგი – არც ანგარიში მაქვს საზღვარგარეთ, არც რაიმე ქონება, რით უნდა დაგვაშანტაჟონ? არაფრის ფასად მე არ მიღირს, რომ ჩემს ქვეყანას შევუქმნა ის პრობლემა, საიდანაც შეიძლება, საუკუნეები ვერ ამოვიდეს.”