17 Views
საქართველო არის შავი ზღვის რეგიონის ქვეყანა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. შავი ზღვის უსაფრთხოება კი არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც შავი ზღვის უსაფრთხოება ნიშნავს ევროპის უსაფრთხოებას და დაცულობას, – ამის შესახებ საფრანგეთის პარლამენტის დეპუტატმა, ანე გენეტმა განაცხადა.
„ჩვენ ვმსჯელობთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება დავიცვათ ჩვენი ეროვნული ტერიტორიები. ვსაუბრობთ ერთობლივი წვრთნების ჩატარებაზე და ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებაზე“, – განაცხადა გენეტმა.
მადრიდში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 68-ე სესია გრძელდება. საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც.