,,ოცნებიდან” ის ერთადერთი იყო, რომელმაც რომელმაც გაბედა და ცუდად მყოფ ქალს წყალი მოუტანა” – ვისზე წერს ნატო გოგელია

0
853
216 Views
,,პირველის” ჟურნალისტი ნატო გოგელია ბათუმის საკრებულოს წევრზე ,,ოცნებიდან”, რიჩარდ სირაბიძეზე წერს:
,,დღეს, რაც ჰილტონში ხდებოდა, ყველამ ვნახეთ _ მაშინ, როცა ნაზი ფუტკარაძე კითხვებზე პასუხებს ითხოვდა და დარბაზის შესასვლელთან ცუდად გახდა, ,,ოცნების” ყველა წევრი დარბაზში შეიკეტა ისე, რომ შუბლის ძარღვი არავის შეტოკებია. ერთადერთი, რომელმაც გაბედა დარბაზიდან გამოსვლა და ცუდად მყოფ ქალს წყალი მოუტანა, რიჩარდ სირაბიძე იყო… ახლა ვნახე კადრებში და არ შემეძლო, არ მეთქვა… რა კარგია, როცა ნახულობ ისეთებს, რომლებსაც ადამიანობა გააჩნიათ და არ მოქმედებენ პრინციპით ,,პარტიას არაფერი ვაწყენინო” (ამ პრინციპით მოქმედება რომ ყველა მხარეს ეხება, მგონი, ამას ცალკე აღნიშვნა არ სჭირდება).
იმედია, ამ პოსტით თეორიებს არ შექმნით _ არც ის ბიჭია ჩემი მეგობარი და არც სხვა დანიშნულება აქვს ამ პოსტს, გარდა იმისა, რომ ადამიანობა ყველაზე დიდი ფასეული რამაა და პარტიის და პარტიის ლიდერის სიყვარულმა სახე არავის არ უნდა დააკარგვინოს!”.
Cesko