დევდარიანი წულუკიანზე: ,,დაშვებაშია, რომ თეას ტრაკის ქეიფზე ვიაროთ, საქმე სვანურშიც არ არის”

0
1278
32 Views

კულტურის სამინისტრო გამოეხმაურა ამსტერდამში გადაღებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ „სვანურს“ მამაკაცი ვარდისფერი კაბით ცეკვავს.

„გუშინ სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებული ვიდეო, რომელშიც ხელყოფილია სვანური ცეკვა აბსოლუტურად მიუღებელი ფორმით, მოწმობს, რომ დაცვის ეს მექანიზმები საკმარისი არ არის. სახელმწიფოს მიზანია, სათანადო დონეზე იყოს დაცული არა მხოლოდ ცეკვებისა და სიმღერების გარკვეული ნაწილი, არამედ ყველა ცეკვა და სიმღერა იმ სტატუსით, რაც კონკრეტული კულტურული მემკვიდრეობისათვის არის შესაბამისი… უნდა მოხდეს ეროვნულ დონეზე მისთვის შესაბამისი დამცავი სტატუსის განსაზღვრა…”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

კულტურის სამინისტროს ეს განცხადება ხელოვანებმა ცუდ მინიშნებად ჩათვალეს.

,,იქ ვერავის ვერაფერს მოჭამს დიდად, მაგრამ აქ დააწესებს სამაგიეროდ, ვინ როგორ იცეკვოს, როგორ იმღეროს, როგორი ლექსი თქვას და ა.შ. საქმე სვანურშიც არ არის. დაშვებაშია, რომ თეას ტრაკის ქეიფზე ვიაროთ ზოგადად, იქნება ეს ცეკვა, ინსტალაცია თუ კვლევა”, – წერს სცენარისტი ქეთი დევდარიანი.

 

Cesko