ცოტახნის წინ დიდი ტრაგედია დატრიალდა. ”მედალფას” ახალგაზრდა ექიმი 36 წლის ჯემალ გელაშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა. ჯემალი ექიმი რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი იყო და ბათუმის კლინიკა “მედალფაში” მუშაობდა.
მისი კოლეგები წერენ, რომ კოვიდპანდემიის დროს გელაშვილი რეანიმაციის ხელმძღვანელი იყო.
“გაგანია პანდემიის დროს, კოვიდ რეანიმაციაში კარდიოლოგი დასჭორდათ.სრული ეკიპირებით ავედი კოვიდ რეანიმაციაში რას ვხედავ – კოვიდ რეანიმაციის ხელმძღვანელი, ჩვენი ჯეკო სრულიად უპირბადოდ და დაცვის გარეშე დადიოდა.
ხმამაღლა ვუყვირე – რას შვები? ასე როგორ შეიძლებამეთქი!!!! მიპასუხა – კოლეგავ იმ ცარიელ საწოლს ხომ ხედავ??? ის ჩემო საწოლია. მეც კოვიდი მჭირს. ექიმები აღარ გვყოფნის.
ასე რომ მეც ჩემს თავს ვმკურნალობ, თან ვმორიგეობ და თან ამ უბედურებსაც ვუვლიო. დღეს ეხ ბიჭი ზეცაში წავიდა. მრავალი სიცოცხლის გადამრჩენო მეგობარო შენ ვერ გადაგარჩინეთ!!!!” – წერს დაღუპული ექიმის კოლეგა იოსებ სიხარულიძე.
რა გახდა ახალგაზრდა ექიმის მოულოდნელი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.