რუსთავის სამშობიაროს დირექტორი, ალექსანდრე ბარავკოვი მზადარის გაყიდული ბავშვების საქმეზე გამოძიებას ჩვენება მისცეს.
მისი თქმით, მის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს და არც გამოძიებას აქვს.
არანაირი ფაქტი არ არსებობს, მე არ ვიცნობ ნინი მოხევიშვილს. დაველოდოთ მოვლენებს. შეიძლება ხუმრობით ვთქვი, რომ 90-იან წლებში ასეთი რამ (ბავშვთა გაყიდვა) ხდებოდა. აბსოლუტურად არაფერი ხდებოდა. ყველაფერი გაირკვევა. აქ მენეჯმენტი შეცვლილია, მე არავინ ვარ – მე ვარ ერთი ექიმი-კონსულტანტი”- თქვა მედიკოსმა.
ცნობისთვის, ალექსანდრე ბარავკოვს ჩვილების გაყიდვაში ადანაშაულებენ. ერთ-ერთი ვინც მედიკოსის წინააღმდეგ ტელეკამერების წინ ალაპარაკდა, ნინი მოხევიშვილია. მისი თქმით, წლების წინ რუსთავის გზატკეცილზე გაიყიდა. აღმზრდელმა დედამ მას მხოლოდ 18 წლის შემდეგ გაუმხილა, რომ ნაშვილებია და ის რუსთავის სამშობიარო სახლიდან წამოიყვანა. მოხევიშვილის მტკიცებით, მაშინ აღნიშნული სამშობიარო სახლის დირექტორი ალექსანდრე ბარავკოვი იყო, რომელმაც ბიოლოგიურ დედას შვილი მოჰპარა და ათას დოლარად გაყიდა.