დედოფალი ელისაბედ II გარდაიცვალა

September 9, 00:05
0
80

გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე გარდაიცვალა. ინფორმაციას სამეფო ოჯახი ადასტურებს.

განცხადების მიხედვით, დედოფალი 8 სექტემბერს, შუადღისას გარდაიცვალა.

ცნობა იმის შესახებ, რომ დედოფალი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, ბუკინგემის სასახლემ მონარქის გარდაცვალების დადასტურებამდე რამდენიმე საათით ადრე გაავრცელა. ამ ფონზე, სამეფო ოჯახის წევრები შოტლანდიაში მდებარე ბალმორალის სასახლისკენ გაემართნენ.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლები და სხვა პოლიტიკოსები, ასევე, სასულიერო ლიდერები აღნიშნავდნენ, რომ ფიქრობენ და ლოცულობდნენ დედოფლის მდგომარეობაზე.

ელისაბედ II დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი მას შემდეგ გახდა, რაც 1952 წელს მამამისი, ჯორჯ VI გარდაიცვალა.

2022 წლის 6 თებერვალს, 95 წლის ასაკში, იგი გახდა პირველი ბრიტანელი მონარქი, რომელიც 70 წლის მანძილზე იკავებდა ტახტს.

Cesko