თუ მისი განკურნება ქვეყნის შიგნით მოხდება, ძალიან კარგი, თუ ვერა, აუცილებლად უნდა მოხდეს საზღვარგარეთ გადაყვანა – მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილზე

August 28, 14:51
0
366

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებთან საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

„მიხეილ სააკაშვილი ბოლოს ვინახულე ორი დღის წინ და ვაზიარე. არ არის დიდი ხანი, რაც ვნახე და იმის შემდეგ კიდევ 2 კილო აქვს დაკლებული, ვფიქრობ ეს სავალალოა. თუ ადამიანი იკლებს ავადმყოფობის გამო ეს არის ცუდი და საგანგაშო. 13 კილოგრამი აქვს დაკლებული საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში, რაც შემაშფოთებელია ნამდვილად.

თუ მისი ფიზიკური განკურნება მოხდება ქვეყნის შიგნით, ჩვენი სამედიცინო პერსონალის მიერ ძალიან კარგი, თუ ვერ მოხერხდება, ამ შემთხვევაში, აუცილებლად უნდა მოხდეს მისი გადაყვანა საზღვარგარეთ”, – აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

Cesko