სერბეთის ხელისუფლება EuroPride-ის ორგანიზატორებს მისი ჩატარების უფლებას არ მისცემს

0
534
36 Views

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე ვუჩიჩმა განაცხადა, რომ სექტემბრისთვის დაგეგმილი EuroPride ბელგრადში არ ჩატარდება. ამის შესახებ BBC იუწყება.

ვუჩიჩმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აგვისტოში ამ ღონისძიების წინააღმდეგ ბელგრადის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. ვუჩიჩი ამბობს, რომ სერბეთმა სხვა საკითხებს უნდა დაუთმოს მეტი ყურადღება, მაგ. კოსოვოს პრობლემას.  „კოსოვოსთან დაკავშირებით საკმაოდ დაძაბული სიტუაციაა, ქვეყანას ენერგიის და სურსათის პრობლემები აქვს. ამიტომ მსგავსი ღონისძიების ჩატარება უმჯობესია სხვა დროს, უფრო ბედნიერ პერიოდში“ – განაცხადა ალექსანდრე ვუჩიჩმა.

ამასთანავე, ლგბტ პრაიდის ორგანიზატორებმა უკვე განაცხადეს, რომ აღლუმი ნებისმიერ შემთხვევაში ჩატარდება და მისი აკრძალვა არის უკანონობა. მსგავსი ტიპის ღონისძიებები ევროპაში 1992 წლიდან იმართება.

Cesko