„ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ივანიშვილის მიზანი ამერიკის დისკრედიტაცია და ძალაუფლების შენარჩუნებაა.
„ივანიშვილის მიზანია ამერიკის დისკრედიტაცია, ამერიკის სუსტად წარმოჩენა და ძალაუფლების შენარჩუნება იქამდე, სანამ ქართული საზოგადოება ბოლომდე არ გატყდება, რაც შემდეგს ნიშნავს:
1) პოლიტიკურ პროცესზე ხალხს გული აერევა და ბოლომდე ხელს ჩაიქნევს;
2) პოტენციური და არსებული საშუალო კლასის მნიშვნელოვანი ნაწილი, უპერსპექტივობის განცდით, ქვეყანას დატოვებს და ევროპასა და ამერიკაში შეუდგება ბედნიერების ძიებას;
3) ვინც დავრჩებით, ისინი ინდივიდუალური თვითგადარჩენის რეჟიმში გადავალთ და რეჟიმის გამოცვლაზე ხელს ავიღებთ (მიშას ხომ ამას ალაპარაკებს ხაჭაპურიძის პირით – ოღონდ გამიშვით, რეჟიმს აღარ შევეხები).
ეს გამოუვა, თუ არ გამოუვა არ ვიცი, ის ვიცი, რომ შეუძლებელია ამ გეგმის თვალთმაქცობით ამოყირავება.
დღევანდელი პოლიტიკური პროცესი ერთი დიდი თვალთმაქცობაა და სანამ ამ პროცესიდან ჯანსაღ ძაფს არ გამოვაძრობთ, რომელსაც ახალი პროცესი გაყვება, ივანიშვილის გეგმა რეალისტურია.
ივანიშვილის გეგმის რეალისტურობა კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ, უკრაინასთან დამარცხებული რუსეთის ლუკმად ვიქცევით და 90 იანები მონაგონი გახდება“, – წერს ჩერგოლეიშვილი.