ქართველმა, თურქეთში ქალი და კაცი მოკლა, შემდეგ კი იმავე იარაღით თავი მოიკლა 

August 25, 21:07
0
615

თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთში, საქართველოს მოქალაქემ ორი ადამიანი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა. შემთხვევა საქართველოს საზღვართან ახლოს, არჰავის რაიონში მოხდა. კაცმა მას შემდეგ მოიკლა თავი, რაც სარფის საზღვრის გადმოკვეთას აპირებდა და პოლიციამ მისი დაკავება სცადა.

„თავი იმავე იარაღით მოიკლა, რითაც ქალი და კაცი მოკლა”, – უთხრა „ბათუმელებს” თურქმა ჟურნალისტმა, რომელიც ქემალფაშაში მუშაობს.

„არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქემ, რომელიც ვინაობაც ამ დრომდე დაუდგენელია, სახლში, სადაც ორ ადამიანთან ერთად ცხოვრობდა, გაურკვეველი მიზეზით ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორი მოქალაქე მოკლა. მოკლულთაგან ერთი ქალია”, – წერს თურქული მედია.

გამოცემის ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული ტაქსით სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მივიდა.

მომხდარ ფაქტზე თურქეთის პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

წყარო: “ბათუმელები”

Cesko