60 Views
რუსეთში, ქალაქ ულიანოვსკთან მომხდარ უმძიმეს ავარიაზე, რომელსაც ქართველი ახალგაზრდა ემსხვერპლა, spacenews-ისთვის დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.
როგორც წყარო გვიყვება, გარდაცვლილი სენაკის მკვიდრი, თემურ ყურაშვილია რომელსაც სამშოლოში, სავარაუდოდ, დღეს ჩამოასვენებენ.
“საშინელება დატრილადა. როგორც ამბობენ, ცხედრები ძლივს ამოიცნეს. ჩვენი თემური, საამაყი სენაკელი დავკარგეთ”, – აცხადებს წყარო.
ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევაში, რომელიც 21 აგვისტოს მოხდა, 5 სატრანსპორტო საშუალება მონაწილეობდა, 2 სატვირთო, სამარშუტო ტაქსი და 2 მსუბუქი ავტომობილი. მომხდარის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 16 ადამიანი.