პუტინი ბადრი პატარკაციშვილის გაქაჩულია, დაურეკა და სთხოვა სამსახური მიშოვეო – დავით აქუბარდია

August 23, 13:20
0
777

ტელეკომპანია “კავკასიის” წამყვანის, დავით აქუბარდიას თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და ქართველმა ბიზნესმენმა, ბადრი პატარკაციშვილმა ერთმანეთი პეტერბურგში გაიცნეს. ინფორმაციას “მეტრონომი” ავრცელებს.

“ვისი გაქაჩულია იცი პუტინი? პეტერბურგში გაუცნია იცი ვის? ბადრი პატარკაციშვილს. მერე პუტინმა მას დაურეკა და სთხოვა, უმუშევარი ვარო და იქნებ სადმე სამსახური მიშოვოთო…ეს ისტორიული ფაქტია. ეთერის შემდეგ გეტყვით ვისაც სთხოვა ეს ამბავი. მოკლედ გვინდა არ გვინდა ქართველებს გვაქვს როლი რუსული იმპერიის შენებაში”, – განაცხადა აქუბარდიამ.

Cesko