The Hill (აშშ): “აშშ მიდის მესამე მსოფლიო ომისაკენ და არც კი ესმის ეს” – რას წერს დემურ გიორხელიძე

August 22, 10:30
0
602

ექსპერტი დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

The Hill (აშშ):
“აშშ მიდის მესამე მსოფლიო ომისაკენ და არც კი ესმის ეს”.
p.s.
სერიოუზულ ამეიკულ გამოცემებში გახმიანდა აშშ-ს
უშუალო ჩაბმის შესაძლებლობა უკრაინაში მიმდინარე
საბრძოლო მოქმედებებში.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ
ოფიციალური განცხადება გააკეთა:
“რუსეთი არ ისურვებდა აშშ უკრაინაში მხარე იყოსო”. 🙂
არადა, მხარეა უკვე კაი ხანია!
რუსებმა მეორე შეცდომა დაუშვეს:
ილუზია ოხერი რამეა, როცა რაიმე ძალიან გინდა
(დასავლეთთან ურთიერთობა) და თან, ვეღარ ხვდები,
რომ კოორდინატთა სისტემა შეიცვალა და დღეს სხვა
მიზნებია, შენ კი ილუზიებში რჩები, – ე.ი. რაღაც არ გყოფნის სტრატეგიულ ხედვებში.
არც არავინ მალავს:
“რუსეთის იმდაგვარად დასუსტება, რომ მან ვერასდროს ვერ შეძლოს იმის გაკეთება, რასაც აქამდე აკეთებდა.”
სხვა სიტყვებით, ღია ტექსტითაც გაახმაურეს:
რუსეთის სახელმწიფოს და რუსი ხალხის სრული განადგურება და არა დამარცხება!
მოკლედ, რუსებს აქვთ თავისტკივილი, თუმცა, რას გააკეთებენ, – ეს ჯერ უცნობია!
რა შემთხვევაში შეიყვანს აშშ ჯარს უკრაინაში?
აი, რა ვარიანტებზეა საუბარი:
1.
თუ რუსეთმა უკრაინაში წარმატებას ვერ მიაღწია ერთი
წლის განმავლობაში, – ე.ი. რუსეთის არმიას აქვს
სერიოზული სისუსტეები და ამერიკელები შეეცდებიან
უკვე ომის გზით გაანადგურონ რუსეთის არმია
(დანარჩენი შედეგი იხილეთ ზემოთ).
2.
რატომ გააქტიურდა ლიტვა, ლატვია და ესტონეთი?! 🙂
ესტონელები ალაპარაკდნენ ფინელებთან ერთად ბალტიის ზღვას ჩავუკეტავთ რუსეთს და ეს ზღვა წმინდა ნატოს ზღვა იქნებაო. ამას უკავშირდება ძირითადად შვეციისა და ფინეთის ნატოში მიღების მცდელობა (ანალოგიური მცდელობა იყო შავ ზღვაზე და უკრაინის მოვლენები არა მხოლოდ 2014 წლიდან მოყოლებული, სწორედ მთავარ მიზანს ემსახურებოდა: სევაასტოპოლში ნატოს საზღვაო ბაზის დამკვიდრებას, რაც სტრატეგიული თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობისაა).
მართალია, ლიტვამ დაიხია უკან კალინინგრადის ოლქის სატრანსპორტო ბლოკადის დაწესებისგან, მაგრამ არ ჩერდება და კალინინგრადთან სატრანსპორტო კავშირის დაკეტვის მცდელობა გარანტირებული ომია: რუსები ამას ცხადია, არ გაატარებენ.
აი, მეორე სცენარი, თუ სად შეიძლება ჩაებას აშშ სამხედრო მოქმედებებში.
3.
ზაპოროჟიეს აეს-ის თემას დიდი დატვირთვა აქვს და
შემთხვევით არ არის წინა პლანზე წამოწეული:
მიდის რუსეთის სრული პროვოცირება!
ადრე დავწერე, –
ეს კრიზისი გამოაჩენს მსოფლიო პოლიტიკის მთავარი
მოთამაშეებიდან, ვის შეუძლია რისკების ზუსტად
დათვლა, სიტუაციების შეფასება და ზუსტად იმ დროს იმ
გადაწყვეტილების მიღება, რომელიც აუცილებელია:
არც ადრე და არც გვიან, – ზუსტად იმ დროს!
აი, მესამე სცენარი, სადაც აშშ იძულებული იქნება ომში ჩაებას! რუსებმა გააკეთეს ოფიციალურიგაფრთხილება (ევროპაშიც არის ატომური ელექტროსადგურებიო).
მოკლედ,
არაფერი წავა დიპლომატიური მოლაპარაკებებისკენ!
გამორიცხულია!
ყველა სხვა ქვეყანას ჩართული აქვს თავისი თავის
თვითგანადგურების რეჟიმი: მოემსახურება ამ გლობალურ
დაპირისპირებას და თავად აღიგვება მიწისაგან პირისა!
ახლა პოლიტიკურ თამაშებს “ნულოვანი ჯამით”
მხოლოდ უტვინო, დილეტანტი და სხვისგან მართული
პოლიტიკოსები თუ ითამაშებენ! შედეგი ის იქნება, რომ
გამარჯვებული ვინც იქნება, შენ მაინც განადგურებული
დარჩები!
ასეთია გლობაური დაპირისპირებების ლოგიკა!

Cesko