ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში, რუსი ფილოსოფოსის და პოლიტოლოგის, ალეკსანდრ დუგინის შვილის მკვლელობას ეხმაურება:
ვინც იური ვაზაგაშვილი ააფეთქა შვილის საფლავზე, მანვე ააფეთქა დუგინის შვილი-ორფეხმა.
ვისაც თუნდაც პირადი, დაუძინებელი მტრის შვილის სიკვდილი არათუ არ დაამწუხრებს, არამედ, გაახარებს, იცოდეს, რომ ადამიანი აღარ არის, ორფეხია, და მან დედამიწაზე ადამიანად ყოფნის გამოცდა ვერ ჩააბარა…
პროფესიამ ბევრი ადამიანის მკვლელობა მანახა, ბევრი მკვლელის ბედისწერაც…შეფარვით ვეკითხებოდი დაღუპულის ჭირისუფალს, თუ ის ეგსჰუმაციას ითხოვდა; მაინც და მაინც კაცის სამართალი გინდა? ღმერთის სამართალი ხომ არსებობს-მეთქი! მინდაო, კაცის სამართალი, რომ იტყოდა, მხოლოდ მერე ვთანხმდებოდი, რამეთუ არსებობს მოწიწება გარდაცვლილის სულის, მისი საფლავის, მისი ცხედრის მიმართ და მისი შეწუხების პასუხისმგებლობა მისიანმა უნდა აიღოს, თან, გაცნობიერებულად. ეს ჩემი ხედვაა და ჩემი პატარა ფილოსოფიის ნაწილი.
ყველაზე საშინელი იარაღი დედამიწაზე ბუმერანგია-ესაა უფლის სამართალი! მკვლელი თუ დაუძვრებოდა მართლმსაჯულებას, რამდენი დაბრუნებული ბუმერანგი მინახავს მასზე და მის ოჯახზე! თუ კაცის სამართლით (სასამართლო) დაედო სასჯელი და მიიღო ეს სასჯელი, მით უფრო, თუ მოინანია (აღიარა და გააცნობიერა ცოდვა), ბუმერანგი აღარ ბრუნდება…რამდენი ბედისწერა მინახავს ამ კანონზომიერების უნივერსალურ “ტაბულაში” ჩამჯდარი!
დღეს მიმდინარე ომი ყველა ჩვენგანის თავსაა მოვლენილი; როცა კაცის შვილის აფეთქება-ტერაქტი გაგიხარდება, მაშინ შენც მონაწილე ხარ ამ ტერორისტული აქტის! აზრი ხომ მატერიალიზდება! ბუმერანგიც იქვეა, ორივ სამყაროს უსასტიკესი იარაღი!
ეეეჰ, ეს ომი ჩვენს თავსაა, კაცობრიობის თავს! იმ ცხელი ომის პარალელურად, ჩვენ ყველანი ომში ვართ: ეს მართლაც ცივილიზაციების შეჯახებაა; ადამიანებსა და ადამიანებად ყოფილებს შორის! ომია ადამიანებსა და ნლპ მანიპულაციის მსხვერპლთა- ემოციურად მკვდარი, სექტანტური აზროვნების, ადამიანობას დამშვიდობებული ორფეხების ცივილიზაციათა შორის! ადამიანებისა და ემოციურად მკვდარ, რწმენის, სქესის, ცოდვის, ეროვნების უარმყოფელ ორფეხთა ომი!
მთავარანგელოზებო, მიქაელ და გაბრიელ, გაგვაძლიერეთ ამ ომში მართლმადიდებლები!
უფალო, შეუმსუბუქე ტკივილი ყველა შვილმკვდარ დედას და მამას, ნათელში ამყოფე მათი შვილების ანგელოზებად ქცეული სულები! 😢😢😢
ყველა შვილი უცოცხლე და დაულოცე, უფალო, ყველა დედას და მამას! დაიფარე, უფალო, შვილები, ყოველი განსაცდელისგან!🙏🙏🙏