მდინარეში 16 და 21 წლის ბიჭების ცხედრები იპოვეს – ვინ არიან უჯარმაში დაღუპული ძმები?

0
615
20 Views

უჯარ­მა­ში, მდი­ნა­რე იო­რის არხში, მაშველებმა გვიან ღამით 16 და 21 წლის ძმე­ბის ცხედ­რე­ბი იპო­ვეს. ინ­ფორ­მა­ცია AMBEBI.GE ად­გი­ლობ­რი­ვებ­ზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გარ­დაც­ვლი­ლი ძმე­ბი ნიკა და ივი­კო მახა­რობ­ლიშ­ვი­ლე­ბი არი­ან.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ისი­ნი მა­მი­დაშ­ვილ­თან ერ­თად, მდი­ნა­რე­ზე სა­ბა­ნა­ოდ წა­ვიდ­ნენ, რა დრო­საც, ერთ-ერთ ძმას, სა­ვა­რა­უ­დოდ, ფეხი და­უც­და, მე­ო­რე კი წყალ­ში მის გა­და­სარ­ჩე­ნად შე­ვი­და.

“ცხედ­რე­ბი გვი­ან ღა­მით იპო­ვეს მაშ­ვე­ლებ­მა. ბი­ჭე­ბი სო­ფელ­ში სტუმ­რად იყ­ვნენ, დედა ჰყავთ უჯარ­მე­ლი, ბე­ბია-ბა­ბუ­ას­თა­ნიყ­ვნენ ჩა­მო­სუ­ლე­ბი, თბი­ლი­სე­ლე­ბი არი­ან. შემ­თხვე­ვა იმ დროს მოხ­და, როცა ერთი ძმა მე­რეს და­სახ­მა­რებ­ლად შე­ვი­და წყალ­ში. სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვი მოხ­და. ოჯახს მხო­ლოდ ერთი შვი­ლი დარ­ჩა.

ად­გილ­ზე სა­მაშ­ვე­ლო ბრი­გა­და ძებ­ნის ოპე­რა­ცი­ას უკვე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თია აწარ­მო­ებ­დნენ. სო­ფელ­ში ამ­ბო­ბენ, რომ ახალ­გაზ­რდე­ბი ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი არ არი­ან და უჯარ­მა­ში სტუმ­რად ჩა­ვიდ­ნენ”, – აცხადებს სო­ფელ უჯარ­მის რწმუ­ნე­ბუ­ლი, ზუ­რაბ შინ­დე­ლაშ­ვი­ლი.

Cesko