“ძალიან მაინტერესებს, სად იჩეკებიან ამდენი პროვოკატორები და რატომ არა აქვს ხელისუფლებას მსგავსი პროვოკაციებისგან დაცვის მექანიზმები?!”

0
465
12 Views

ჟურნალისტი, სააგენტო “ივერიონი”-ს ხელმძღვანელი ზაურ ნაჭყებია სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

ძალიან,ძალიან მაინტერესებს,სად იჩეკებიან ამდენი პროვოკატორები და რატომ არა აქვს ხელისუფლებას (სახელმწიფოს) მსგავსი პროვოკაციებისგან დაცვის მექანიზმები?!
ბევრი დაპირება აუხდენელ ოცნებად დაგვიტოვა ბიძინა ივანიშვილმა,მაგრამ ერთ რამეში ნამდვილად ვერ შეედავები- ჩვენ უკვე ვაოცებთ მსოფლიოს ქართული დემოკრატიით!
წერე და ილაპარაკე რაც გინდა და როგორი ლექსიკითაც გინდა,დააბრალე ყველას ყველაფერი,პასუხს ამაზე არავინ მოგთხოვს!
სხვათაშორის,არც იმაზე მოგთხოვენ პასუხს,შენი შეგნებული თუ ვიღაცის ხმას აყოლილი პროვოკაციით, საკუთარ სახელმწიფოს ძირს უთხრი თუ არა!
ამასწინათ ვწერდი საქართველოში აგორებულ ანტირუსულ ისტერიაზე და მისგან გამომდინარე ,შედეგებზე.
არც მე მომწონს სლავური წარმოშობის ადამიანების მასობრივი შემოდინება საქართველოში.არ გამოვრიცხავ ,ამ ნაკადს სპეცსამსახურების წარმომადგენელთა ” არმიაც” შემოჰყვეს,მაგრამ,ეს არ გვაძლევს უფლებას, ხელოვნურად დავძაბოთ სიტუაცია და მსგავსი პროვოკაციებით, ისედაც დენთის კასრზე მჯდომი ქვეყანა, რუსეთთან ახალი დაპირისპირების ობიექტად ვაქციოთ,რაც ძალიან უნდათ ჩვენს შიდა და გარეშე მტრებს!

გუშინ საღამოს მარჯანიშვილის მეტროსთან ” ზებრაზე” გადავდიოდი,უცებ ჩოჩქოლი შემომესმა.შევამჩნიე, სეირის საყურებლად ხალხი შეკრებილიყო .იქვე იყვნენ პოლიციის ახალგაზრდა თანამშრომლებიც, რომლებიც პროვოკატორების დაშოშმინებას და მათ ” მსხვერპლთან ” განრიდებას ცდილობდნენ.მივუახლოვდი და აყალ- მაყალის მიზეზი ვიკითხე:
თურმე, ახალგაზრდა რუს მუსიკოსებს იქვე აპარატურა დაედგათ და მინი კონცერტის ჩატარებას ცდილობდნენ,რისი უფლებაც პროვოკატორებმა არ მისცეს.
ანტირუსული აგრესია არ გვიკვირს,მაგრამ ,როცა ისტერიის მიზეზი რუსული სიმღერების გაჟღერება ხდება,აქ უკვე სხვა მოვლენასთან გვაქვს საქმე- ანტიქართული ჯგუფები ყველანაირად ცდილობენ, რაც შეიძლება დაძაბონ სიტუაცია და რუსეთთან დაპირისპირების ესკალაცია გამიწვიონ.
პოლიტიკა პოლიტიკად,მაგრამ, როგორ შეიძლება “რუსეთი ოკუპანტიას” ლოზუნგით, რუსული სიმღერები აკრძალო და რუს მუსიკოსებს ენით უთქმელი შეურაცხყოფა მიაყენო?!
კი,მაგრამ,თუ სიმღერა პოლიტიკის ნაწილია,რატომ არა გვაქვს,ანალოგიური რეაქცია საუკუნეების მანძილზე საქართველოს ამაოხრებელი ერების სიმღერების და ზოგადად,ხელოვნების მიმართ?!
ასეთ დროს, მყოფნის გამბედაობა ჩავერთო პოლემიკაში ,მაგრამ,შეაყარე კედელს ცერცვი – პროვოკატორებს არაფრის გაგონება არ უნდათ.პირიქით,თუ გაბედე ,მოღალატის იარლიყს მოგაკერებენ და შეიძლება მოგაფურთხონ კიდეც.მათ არანაირი არგუმენტი არ აინტერესებთ!
არც იმის მოსმენა სურთ,რა ბედი ელით რუსეთში მცხოვრებ ქართველებს ახალი დაპირისპირების შემთხვევაში და რა დღეში ჩავარდება თავად საქართველო!
როცა ხელისუფლება არაფერს აკეთებს მსგავსი პროვოკაციების აღსაკვეთად და პროვოკატორების დასასჯელად,თავად ხალხმა უნდა გააცნობიეროს ,რასთან გვაქვს საქმე და თვითონ უნდა გასცეს ადექვატური პასუხი ქვეყნის ამრევებს- მსგავსი პროვოკაციებიდან ” საკუთარი ხალხის დაცვის მოტივით” რუსეთის აგრესიამდე, მხოლოდ ერთი ნაბიჯია!!!
P.s.რუსეთის დანაშაული საქართველოს მიმართ,გასაგებია,მაგრამ,ჯერჯერობით ვერ ვხედავთ სხვა გზას,გარდა დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენისა,რასაც დღევანდელი ხელისუფლება გაურბის!
მეორეც,” რუსეთი ოკუპანტიას ” ძახილით კარგად სარგებლობენ სხვა გადამთიელები( საქართველოს დაუძინებელი მტრები საუკუნეების მანძილზე)და გეგმაზომიერად მიდის მათი მხრიდან საქართველოს ეკონომიკური და სულიერი ექსპანსია.თვალსაჩინოებისთვის პლეხანოვზე რიგ- რიგად ჩაწყობილი ბორდელები და ჩილიმბარებიც კმარა,რომ არაფერი ვთქვათ უცხოტომელთა მხრიდან მასობრივად მოქალაქეობის მიღებაზე, ასევე უძრავი ქონების მასობრივად შეძენაზე.
მტერი – მტერია,რა ხერხითაც არ გიპყრობდეს იგი!

Cesko