“რა თამაშია, როცა კარი ღიაა, მაგრამ შესვლა არ მოსულა, არ დამთავრდა მაპები და შმაპები…და კიდევ: დიდი ანალიზი არ სჭირდება: პუტინს სულ ცალ ფეხზე ჰკიდია სანქციები!” – ნოე სულაბერიძე

August 17, 14:17
0
1500

ჟურნალისტი, ნოე სულაბერიძე რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნას ეხმაურება.

“ამდენი წლის თავზე ნანატრმა ნატომ იქნებ გაგვარკვიოს ეს ორი ქვეყანა: საქართველო და უკრაინა, ზოგადად რა თამაშია, როცა კარი ღიაა, მაგრამ შესვლა არ მოსულა. არ დამთავრდა მაპები და შმაპები.

მოკავშირების იმედად არის, რომლებიც სავარაუდოდ სანქციებს მიიღებენ, მორიგ ჯერზე აღშფოთდებიან და ჩაფხუტებს გაუგზავნიან პირბადეებით…
თუ ასე გაგრძელდა, სამწუხაროდ არ მგონია ის დრო შორს, როცა ადამიანები ნატოს და დასავლეთის რეალური ქმედებების რწმენას დაკარგავენ, ეს მხოლოდ ასეთი დამოკიდებულების ბრალი იქნება.

დაე ვცდებოდე… და კიდევ: დიდი ანალიზი არ სჭირდება იმას, რომ პუტინს სულ ცალ ფეხზე ჰკიდია სანქციები! მშვიდობა უკრაინას”, – წერს სულაბერიძე.

Cesko