ჟურნალისტი, ელისო კილაძე სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“უფრენია სოსოს მორიგი უსტარი, ბიძინა მე და ჩემს ოჯახს გვემუქრებაო. მუქარისა რა მოგახსენოთ, მარა მის ადგილას დაგტოვებდი ისე, ცალ-ცალი კალოშით, როგორც ოცნებაში მიგიყვანა!
ისე გოგაშვილზე არანაკლებ ძუნძგლები ის ადამიანებია,მის კარმუშკაზე რომ ცხოვრობდნენ და ახლა მიყოლებით ემიჯნებიან”, – წერს კილაძე.
ცნობისთვის, სოსო გოგაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მას და მის ოჯახს “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ფიზიკური განადგურებით დაემუქრა.
სოსო გოგაშვილი 16 ივლისს, თბილისში სპეცოპერაციით დააკავეს. მას გამოძიება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას ედავება. 18 ივლისს სასამართლომ გოგაშვილს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.