21 Views
რეჟისორი, გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA-ის) დაზვერვის ყოფილი აგენტის, ენდრიუ ბუსტამენტეს განცხადებას ეხმაურება.
“გამგები გაიგებს! ვინც ფარისევლობას გააგრძელებს, თითქოს ვერ ხვდება, რომ შეთქმულება ჩვენი სამშობლოს, ჩვენი აწმყოს და მომავლის წინააღმდეგ ძალაშია, ამ ბოროტების მონაწილე და გულშემატკივარია! ჩვენ, ვისაც გვესმის, მდინარესთან მსხდომნი დაგელოდებით, წყლით ჩამორეცხილებს, თქვენი ბოსებიანა!”, – წერს რეჟისორი.
შეგახსენებთ, აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA-ის) დაზვერვის ყოფილმა აგენტმა ენდრიუ ბუსტამენტმა განაცხადა, რომ რუსეთმა დონბასში ისეთივე მარიონეტული რეჟიმი შეიძლება დასვას, “როგორიც საქართველოშია”.